რეზონანსი
29.09.2019

  სამგორში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშუტი ტაქსი შეეჯახნენ, რის შედეგადაც სამარშრუტო ტაქსის მგზავრი გოგონა მსუბუქად დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუს" შსს-ში განუცხადეს, დაშავებული გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოწვია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×