ატოცში, მავთულხლართებთან ახლოს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ის ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი პირველი აქტივისტი იყო, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს საოკუპაციო ხაზთან ატარებდა და საქართველოს სამოქალაქო პატრულის საგუშაგოებიდან იცავდა.
ის 44 წლის გიორგი დეკანოსიძე იყო.
„პრაიმტაიმი" ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს თავით ქაცარავას დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა გიორგი დეკანოსიძე ერთ-ერთი პირველი აქტივისტი იყო, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს საოკუპაციო ხაზთან ატარებდა და საქართველოს ინტერესებს ასე იცავდა.
„დღეს დილას, გულის შეტევიდან რამდენიმე წუთში ჩვენი თანამებრძოლი გარდაიცვალა. პირველივე დღიდან, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობა დაფუძნდა და სამოქალაქო პატრულირება დავიწყეთ, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც შემოგვიერთდა და ითხოვდა, ყველაზე რთულ ლოკაციებში პატრულირებას.
დღეს, 820-ე დღეა, რაც ჩვენი მოძრაობა არსებობს და გიორგიმ ამ დროიდან 700 დღე მაინც გაატარა საოკუპაციო ხაზთან. საოცარი ადამიანი იყო, უჭირდა გადაადგილება, მაგრამ თავისი სამშობლოს სიყვარულით ყველაფერს აკეთებდა.
ის შევარდნაძის პოლიციამ ისე სცემა, რომ კარგა ხანს ეტლს მიჯაჭვული იყო. ძლივს ადგა და მაინც ქვეყნის სამსახურში იყო. მომხდარი ძალიან სამწუხაროა თითოეული ქართველისთვის" - ამბობს დავით ქაცარავა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: პრაიმტაიმი