რეზონანსი
29.09.2019

  ვარკეთილში 16 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ლომბარდის მეპატრონე ამბობს, რომ ტელეფონი 220 ლარის საფასურად დაალომბარდეს.

„არსებობს კამერის ჩანაწერებიც, ჩვენ არასრულწლოვნებისგან ნივთებს არ ვიღებთ, ტელეფონი 65 წლის კაცმა მოიტანა, ის ტაქსის მძღოლია. გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებაც", - აცხადებს ლომბარდის მფლობელი.

16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ტაქსის მძღოლი და კიდევ ხუთი პირია დაკავებულია, მათ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს შორის 2 არასრულწლოვანია.

ოჯახის ახლობლების ერთ-ერთი ვერსიით, 16 წლის ბიჭი თავს არ მოიკლავდა, ის სახურავიდან გადმოადგეს.

23 სექტემბერს ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე გამოძიება ძარცვის და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×