„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი სომეხი გოგოს „გუჩის“ მოდელად გახდომას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს გოგო უშნოა.
„კაცო, ეს სომეხი მოდელი გოგო არის ძლიან უშნო, თან რამე "ფიშკა" კი არ აქვს, რაც სიუშნოვეს საინტერესოს გახდის და სილამაზედ გადააქცევს. არა, ჩვეულებრივი, უშინაარსო უშნო გოგოა.
და რატომაა ამის თქმა ბულინგი, ვერ გავიგე. ეს პოლიტკორექტულობა ისედაც იდიოტიზმშია გადაზრდილი და ქართველები განსაკუთრებით მონდოებულები არიან ხოლმე ამ იდიოტიზმის ფარგლები კიდევ უფრო გააფართოვონ. ბულინგი და დაცინვა როგორაა, გაუგებარია. გამოიყვანა და გვაჩვენა გუჩიმ და გვითხრა, რომ ნატურალური სილამაზე ესაა და უნდა აღვფრთოვანდეთ. ხოდა ჩვენი საპასუხო ემოცია რატომ არ შეიძლება გამოვხატოთ? სახლში ხომ არ მივაკითხეთ, სადღაც, წახნაძორში, ფოტო გადავუღეთ და დავცინით? არა. საჯაროდ მოხდა მისი პრეზენტაცია, მესიჯით - ნახეთ, როგორი ნატურალურია და ლამაზი. ჰოდა, ნატურალურად უშნოა და ღარიბაშვილსაც გავს. ასეა ნამდვილად. და მინდა და ვამბობ,“ - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
23 წლის სომეხმა გოგომ მილანის მოდის კვირეულზე, ,,გუჩის” 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. არმინე არუთიანი მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშე, თეთრ ხალათში შემოსილი წარსდგა ჩვენებაზე და სოციალური მედიის ყურადღებაც მიიპყრო.
როგორც გოგონას მეგობრები წერენ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ არმინე მსოფლიო პოპულარობას მოიპოვებდა და ასეთი მაღალი მოდის პოდიუმზე წარსდგებოდა. სომხები ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ არმინეს გამოირჩეულად ბუნებრივი და ორიგინალური სილამაზე აქვს.
(ჰოთნიუსი)