რეზონანსი
29.09.2019

 რუსთავის #5 საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლემ კიბეებიდან დააგორა, ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნანა წიქარიშვილი „ინფო რუსთავთან“ამბობს, რომ გოგონა ბოლო პერიოდში მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

"წელს სწავლა დაიწყო თუ არა ეს ბავშვი აგრესიას ანთხევდა ჩემს მიმართ, სულ მითვალთვალებდა. სადაც შევდიოდი მომყვებოდა. ეს იცოდნენ თანამშრომლებმაც. თუ სახეში შევხედავდი ენას მიყოფდა, თუ არ შევხედავდი სურათს მიღებდა და სოციალურ ქსელში დებდა. ჩემი სახელით ურეკავდა ჩემს ნათესავებს და ახლობლებს. მანდატურს ვუთხარი სურათებს მიღებს თქო და მანდატურმა მითხრა დირექტორთან ერთად შევიდეთო და მშობელსაც დავიბარებთო.

კიბეებზე როცა ვაპირებდი ჩასვლას, უცებ ვიგრძენი შეჯახება და მერე უკვე აღარაფერი მახსოვს" - ამბობს ნანა წიქარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×