რეზონანსი
29.09.2019

გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირების წესში გარკვეული ცვლილებები შევიდა. როგორც მთავრობის 13 სექტემბრის დადგენილებაშია აღნიშნული, ტექინსპექტირების გავლის პროცესში, აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის შესახებ დოკუმენტის წარდგენაც დასჭირდება.

ამასთან, ინსპექტირების წესში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გათხევადებული აირის აირბალონის ინსპექტირება − 5 წელიწადში ერთხელ, შეკუმშული ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის ინსპექტირება კი სამ წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.

დადგენილებაშია აღნიშნულია, რომაირბალონების ექსპლუატაციაში დაშვების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება აირბალონების ქარხანა-დამამზადებლის მიერ და არაუმეტეს 20 წელია − შეკუმშული აირის ბალონების შემთხვევაში, ხოლო გათხევადებული აირის აირბალონების შემთხვევაში არაუმეტეს 10 წელს შეადგენს.

ცვლილებები 2019 წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედდა.

bpn

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×