რეზონანსი
29.09.2019

 ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებული 18 ოჯახი დროებით, სასტუმროებში გადაიყვანეს. საუბარია  ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოზე, რომელიც დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფში, წყალი გროვდებოდა, რის გამოც კორპუსმა დაიწია, შედეგად კი კედლებს ბზარები გაუჩნდა.

მოსახლეობამ ამ ფაქტის შესახებ გამგეობას და სამაშველო სამსახურს შეატყობინა, რომელთაც დაადასტურეს, რომ კორპუსი საცხოვრებლად საშიშია.  

"სარდაფში იყო წყალი თითქმის და გამოეთხარა საძირკველი მთლიანად. ძირითადად, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო მერვე და მეცხრე სადარბაზო. თანდათან, ნელ-ნელა სკდებოდა კედლები მთლიანად.... შუაზე იპობოდა ოთახების კედლები და დავრეკეთ 112-ში და პატრულში და მოვიდნენ. თითქმის კიბეებიც გამოცლილი იყო უკვე, აღარ ჰქონდა უკვე არავითარი საყრდენი კიბეებსაც და შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან დიდი მსხვერპლი. გადავრჩით", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

კორპუსი 9 სადარბაზოსგან შედგება, აქედან დღეს მერვე სადარბაზოს მაცხოვრებლების ევაკუაცია სრულად განხორციელდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×