რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი)ვარკეთილში ავარიული კორპუსიდან გამოსახლებულებს ბინებით გამგეობა უზრუნველყოფს, - აცხადებს გამგეობის პრესამსახურის უფროსი ნინო ქავთარაძე.

„დღეს ოჯახებს სასტუმროებში დავაბინავებთ, ხვალიდან კი მათივე ჩართულობით ბინებს დავუქირავებთ", - აცხადებს გამგეობის წარმომადგენელი.

112 ზარი მოსახლეობისგან შევიდა.

ვარკეთილში დღეს საცხოვრებლი კორპუსიდან 18 ოჯახი გამოასახლეს. მიზეზი კორპუსის ფასადის ნაწილის ჩამონგრევა გახდა.

„წყალი სარდაფში შევიდა და ამან კორპუსის საძირკველი კიდევ უფრო დააზიანა", - აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები. კორპუსიდან ორი მწოლიარე ადამიანიც ჩამოიყვანეს.

კორპუსის ამჟამინდელ მდგომარეობას დამატებით შესაბამისი ექსპერტები შეისწავლიან

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×