რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი)ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში ადიდებულმა მდინარე ბჟუჟმა ეზოები დატბორა. საფრთხე შეექმნა წითელმთის მონაკვეთზე, მდინარე ბჟუჟის სახიდე გადასასვლელს.

სოფელ დვაბზუში დაზიანდა სათადარიგო ხიდი და მოძრაობა შემოვლითი გზით, მხოლოდ მელექედურის მხრიდანაა შესაძლებელი.

„ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. გურიაში უკვე გამოიდარა. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის", - აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

წყარო: 1tv.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×