რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი) ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ მარადიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოიშალა. ინფორმაციას „კვირა" ავრცელებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევის შედეგად საცხოვრებელ სახლს საფრთხე შეექმნა. ხელვაჩაურის მერიაში კი გამორიცხავენ სახლის ნგრევის საშიშროებას. მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი ზომები დღესვე იქნება მიღებული.

ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ კირნათსა და მახინჯაურშიც. სოფელ კირნათში გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მახინჯაურში კი გზა უკვე გაწმენდილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×