(რეზონანსი) ჰუსეინ(მორის) მაჩალიკაშვილის ოჯახს, მთავრობამ სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა შეუწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოი" ავრეცელებს.
მათივე განმარტებით, ოჯახის ოთხი წევრიდან, ჰუსეინი პოლიტიკური პატიმარია, ძმა - არასრულწლოვანი, ხოლო დედ-მამა კი - უმუშევარი.
„ხელისუფლება ბოროტად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და სოციალური პროგრამაც პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გადააქცია. სამარცხვინოა ყველა ის მეთოდი, რითაც ებრძვის ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და კიდევ უფრო სამარცხვინოა, როცა მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მორალური განადგურების შემდეგ, მათ ფიზიკურად განადგურებასაც ცდილობ. ამ ოჯახს წლების განმავლობაში ეძლეოდა საარსებო შემწეობა, მაგრამ რაც ჰუსეინმა მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად რუსთაველზე კარვებში დაიწყო პროტესტის გამოხატვა, მას შემდეგ ამოიღეს მიზანში ის და მისი ოჯახიც. თუ აქამდე არ ეკუთვნოდათ დახმარება, მაშინ რატომ აძლევდნენ? რა შეიცვალა ბოლო 1 წელიწადში? გამდიდრდა ეს ოჯახი? ყველაფერი ნათელია!"- აცხადებს „ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე.
მორის მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.