რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი) „დედა ძალიან მიყვარხარ. 20 თეთრი მომე", - ასეთი წარწერა აქვს თბილისის ერთ-ერთ ავტოფარეხს, რომლის ავტორი პატარა ბიჭია. ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა და ყველა დაინტერესდა თუ ვინ იყო ბავშვი.

„პრაიმტაიმის" ინფორაციით, წარწერის ავტორი 11 წლის გიორგი ხვედელიძეა. დედის თქმით, ის ასეთ ხუმრობებს დედას ხშირად უწერს.

„ზოგადად გიო ისეთი ტიპია, ბევრჯერ გაუკეთებია ჩემთვის ასეთი სახუმარო და სასაცილო რაღაცები. სიყვარულის გამოხატვის გამო დახატა", - ამბობს გიორგის დედა, თუმცა რაში სჭირდებოდა 20 თეთრი მშობელმა არ იცის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×