რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი) ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმომხტარი ბიჭის ოჯახის წევრები მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

"ოჯახს არ სურს კონკრეტულად დღევანდელ დღეს რაიმე აზრის დაფიქსირება, აქედან გამომდინარე, ალბათ მოვა დღე, როცა ოჯახი თავის პოზიციას დააფიქსირებს,"- განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ახლობელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის ბრალდებით, ექვსი პირი დააკავეს.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2002 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ., 1998 წელს დაბადებული გ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.მ. და 1998 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.წ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით", - აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×