(რეზონანსი) საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები და 20 ივნისის საქმეზე დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები აქციას მართავენ.
ისინი საქალაქო სასამართლოს მიერ, გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელის მიხედვითაც სპეცრაზმელი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლდა.
20-21 ივნისის საქმე ერთ-ერთი დაკავებულის ბესიკ თამლიანის დედა აცხადებს, რომ ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს საზოგადოების.
"საქართველოში უსამართლობა სუფევს, მთელი ეს მთავრობა არის კრიმინალი. ხომ ვნახეთ, კადრებში გათავისუფლებული სპეცრაზმელი. კაი მაგარი ჯანიანი ბუღასავით გამოიყურებოდა. ჯიქური, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული და ძალიან მძიმედაა ხელ-ფეხი გაჩერებული აქვს და ვერ მოძრაობს, იმის მძიმე მდგომარება და ავადმყოფობა ვერ ნახეს? გეშინოდეთ იმ საზოგადოების, რომელსაც თქვენ სულში ჩააფურთხეთ, ვისაც თვალებში ნაცარი შეაყარეთ, თქვენ ამას საღად მოაზროვნე საზოგადოება" - განაცხადა ბესიკ თამლიანის დედამ.