(რეზონანსი) „დარწმუნებული ვარ, არავის უთქვამს, რომ თვალში ესროლე ადამიანებსო, მაგრამ რადგან მოხდა ასეთი ამბავი, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნება", - ამის შესახებ განცხადებას ყოფილმა პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირაკშილი აკეთებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 20 ივნისს მიმდინარე აქციის გარბევისა და ახალგაზრდების დასახიჩრების გამო, გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აეღო და თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო.
"მას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგან ეს გადაწყვეტლება მან არ მიიღო, ჩემი აზრით, მან თავის პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი საკუთარი ხელით გაუჩინა. რა თქმა უნდა, ვფირობ, რომ გიორგი გახარიას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა", - აცხადებს კვირიკაშილი „ტვ პირველთან".