რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი) გორთან, ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

როგორც "რეგიონული კვირისთვის" გახდა ცნობილი, ორი დაზარალებული გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, ერთი კი კლინიკა გორმედის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

როგორც შსს-ში "რეგიონულ კვირას" განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×