რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„ნიუპოსტის" ცნობით, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ძმებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც გარდაცვლილმა დედის შეურაცხყოფის გამო ძმას შენიშვნა მისცა. აღნიშნული ფაქტი მათ საცხოვრებელ სახლში მოხდა. ამის შემდეგ მოხდა ე.წ გარჩევა ძმებს შორის. ერთმა ძმამ მეორე - წაიყვანა თავის შვილის საფლავზე, სადაც მკვლელობა მოხდა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ძმები წურწუმიები, ზუგდიდის ცენტრში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელში კერძოდ კი სასტუმრო ოდიშში ცხოვრობდნენ.

სამართალდამცველებმა მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 36 წლის მამაკაცი.

გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×