რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი) რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პედაგოგის განცხადებით, გოგონამ მას ხელი კრა და კიბეებზე დააგორა.

მასწავლებელი კლინიკა რუსთავში გუშინ შეიყვანეს და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.

ამასთან, როგორც პედაგოგმა „პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა, მოსწავლე მას ბოლო პერიოდში უთვალთვალებდა. მისი მტკიცებით, გუშინ მეხუთე გაკვეთილზე შედიოდა, რა დროსაც მოსწავლემ ხელი კრა და მესამე სართულიდან, კიბიდან დააგორა.

აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს მოსწავლის დედა. მასწავლებელს ძალადობაში თავად ადანაშაულებს და ამბობს, რომ მასწავლებელმა მისი შვილი ჯერ კიდევ აპრილში ცემა. მშობლის მტკიცებით, გუშინდელი ფაქტის შემდეგ გოგონა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება.

როგორც კლინიკის ნეიროქირურგი მიხეილ გურასპიშვილი აცხადებს, მასწავლებელს თავის ტვინის შერყევა და წელის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მკურნალობა სჭირდება.

მასწავლებელთან გამოკითხვის მიზნით გამომძიებელი იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×