რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი) იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს აფასებს. წულუკიანი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია პარლამენტში დაპირისპირება.

თეა წულუკიანი დეპუტატებს ქალი კანონმდებლების მიმართ მეტი პატივისცემისკენ მოუწოდებს.

„მე არც იმას ვიკადრებ და არც ვაკადრებ ეკას, რომ ჭკუა დავარიგო. მე ვიცნობ მას და მან თითოეულ ჩვენთაგანზე უკეთ იცის, ის რაც მოხდა, უკეთესი იყო არ მომხდარიყო. მაშინ არ ისმის ისეთი დამძრახავი სიტყვები პარლამენტში, როცა მამაკაცები ერთმანეთს ეჯგიმებიან. ვისურვებდი, როცა მრავლდება ქალი დეპუტატების რაოდენობა, მამაკაცი დეპუტატები ქალ დეპუტატებს ცოტა უფრო მეტად მოუფრთხილდნენ", - განაცხადა წულუკიანმა.

26 სექტემბერს პარლამენტში ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას მორალზე იქილიკა, რის საპასუხოდაც ბესელია მას ფიზიკურად დაუპირისპირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×