(რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრემირი, გიორგი კვირიკაშვილი ერთწლიან დუმილს არღვევს. ის საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე პოოლიტიკურ პროცესებზე და პასუხისმგებლობას მთლიანად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
ყოფილ პრემიერმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას თუმცა აცხადებს, რომ ძალიან უკმაყოფილოა იმ ვითარებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
"ძალიან ბევრი რამ ხდება, რაზეც შეიძლება ისაუბრო. პოლიტაში არ ვბრუნდები, თუმცა ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული რაც დღეს ხდება. არ ვაპირებ ბრძოლას არც ერთი პოლიტიკური თანამდებობისთვის, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ყოფილ პრემიერ მინისტრს ყოველთვის მექნება ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი და პოლიტიკური მოსაზრება. რაც იყო 20 ივნისს ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდეც განცხადება, გამოვხატე ჩემი პოზიცია. ასეთი რაღაც შეიძლება მომავალშიც მოხდეს და არასოდეს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ" - აცხადებს კვირიკაშვილი „მთავარხ არხთან".
კვირიკაშვილი მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ ქვეყანაში არის სახელისუფლებო კრიზისი და მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ამაზე ივანიშვილს ეკისრება.
"ჩემი აზრით, იმ ადამიანების პირდაპირ დეპორტირება მმართველ პარტიაში არის დამაზიანებელი, "ოცნებისთვის" და ქვეყნისთვის. თუ კი რამე ნეგატივი არსებოვობდა იმ სახელმწიფოში, რომელშიც ვცხოვრობდით 2012 წლამდე ძალიან ბევრი რამე იყო დაკავშირებული იმ ცუდ ნაწილთან. რატომ უნდა გინდოდეს იმ ცუდი ნაწილის შენთან დეპოტირება, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ეს სახელმწიფოსთვის არის ძალიან დამაზიანებელი.", - ამბობს ყოფილი პრემიერი.