რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი) სოფელ ჩიბათის სკოლის პედაგოგი, ლადო აფხაზავა აცხადებს, რომ შარშან, როცა მან გლობალური ჯილდოს აპლიკაცია შეავსო, საზოგადოების ნაწილმა ტალახი ესროლა, რაც ძალიან სამწუხაროა.

„რისთვის, დღესაც არ ვიცი. ამას ხომ ჩემი მოსწავლეებიც ხედავენ? ძალიან არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ჩემი მოსწავლეები ჩემი კოლეგებისგან განიცდიდნენ ბულინგს. წარმოუდგენელია, მასწავლებლები რას წერდნენ ჩემს მოსწავლეებს. ამიტომ, ბულინგი ნუღარ გვიკვირს", - განაცხადა ლადო აფხაზავამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად".

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×