რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში წუხელ, ძმამ ძმა მოკლა. როგორც სოფლის რწმუნებულმა ზურაბ ფაჟავამ განაცხადა, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

"დევნილები არიან. ერთ-ერთი ჩვენს სოფელშია ჩასიძებული. მეორე გერმანიიდან იყო ჩამოსული. ჩვენს სოფელში მცხოვრებს შვილი ჰყავს გარდაცვლილი და მის სასაფლაოზე იყვნენ. მერე რა მოხდა, არავინ არ იცის", - ამბობს ზურაბ ფაჟავა "ინტერპრესნიუსთან"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1 პირი -1983 წელს დაბადებული მამაკაცი.

გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×