რეზონანსი
28.09.2019

 რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისის ინიციატივით შედგა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროში ბრიფინგის დროს განაცხადა. 

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შედგა შეხვედრა, რომელიც მან ითხოვა“, - უპასუხა ლავროვმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, ზოგიერთი კომენტარი ქართული მხარის მხრიდან ამ შეხვედრასთან вაკავშირებით ღიმილს იწვევს. 

ლავროვის თქმით, ქართველი მინისტრის „უცნაურმა კომენტარებმა“ უფრო მეტი დრო წაიღო, „ვიდრე თვითონ შეხვედრამ“. 

„სხვა კითხვებთან ერთად მას აინტერესებდა, როდის შეიძლება ავიამიმოსვლის აღდგენა, მე კი ავუხსენი, რომ ჩვენ არასდროს ვეძებდით საქართველოსთან ჩხუბის ხელოვნურ გზებს,“, - აღნიშნა ლავროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×