რეზონანსი
28.09.2019

გუშინ, გვიან ღამით, სასაფლაოზე ძმამ ძმა მოკლა. მკვლელობა ცივი იარაღითაა ჩადენილი - მსხვერპლი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობა ერთ-ერთი ძმის გარდაცვლილი შვილის საფლავზე მოხდა. ძმები წურწუმიები აფხაზეთიდან დევნილები არიან და ზუგდიდში ცხოვრობდნენ. მოკლული ძმა გერმანიიდან 4 დღის წინ იყო ჩამოსული. წინასწარი ინფორმაციით დაპირისპირება წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 36 წლის მამაკაცი. მათივე ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×