პარლამენტარი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის კლანის წევრები არიან: დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი და სოფიკო კილაძე.
“როდესაც მას რაღაცის დამოწმება უნდა, ვინ მოჰყავს მოწმედ? ეს სამი ხო?”- განაცხადა ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა “360 გრადუსში”.
მისი თქმით, განსაკუთრებით სამარცხვინო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძეს საქციელია.
“კილაძე რომ შემოვარდა დარბაზში და თმები გაიშალა, ჩემი ვანო არ დამიჩაგროთო, ეს ნორმალური იყო? არჩილ თალაკვაძესაც მინდა ვუთხრა, რომ არ შეიძლება რაღაც ზღვარი გადალახო. წინა პარლამენტში გახსოვთ? არასდროს არავის უკადრებია ზედმეტი არაფერი, რაღაცებზე ვერ ვთანხმდებოდით, მაგრამ არაფერი შეურაცხყოფის მსგავსი არ ყოფილა,”- განაცხადა ბესელიამ.