რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი)„გვაქვს ძალიან დამაიმედებელი შედეგები", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმსა და სხვადსხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ახლა შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც პოლიტიკურად, ისე კომერციულად არის პირდაპირი მიმოსვლა აშშ-სთან და აქ გვაქვს ძალიან დამაიმედებელი შედეგები. თუმცა, ამ კონტექსტში მინდა კიდევ ერთი სიახლე ვახსენო - ეს არის იმ სანქციების გაუქმების პერსპექტივა, რაც ჩვენ დაგვეკისრა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთის მხრიდან. ამ სანქციების გაუქმება ცალსახად დადებითი მოვლენაა, რაც პოზიტიურად იმოქმედებს მოლოდინებზე, მიმოსვლაზე და მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ის უარყოფითი შედეგი, რაც ტურიზმის თვალსაზრისით სანქციებმა მოუტანა საქართველოს, განეიტრალებული იქნება, - თქვა ნათია თურნავამ.

სანქციების გაუქმების პერსპექტივაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მისი აზრით საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×