რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი)არსებული ინფორმაციით, თუშეთის გზაზე უბედური შემთხვევის დროს დაღუპული ტურისტი ჰოლანდიის მოქალაქეა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა. დაახლოებით იქ, სადაც, 27 ივლისს, ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა.

„თანმხლები პირები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ტურისტები დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×