რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი) აფენი-გურჯაანის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1985 წელს დაბადებული კაცი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც სოფელ ვეჯინში გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ლევან ჯანიაშვილი მართავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭაობში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანიაშვილი შემთხვევის დროს ავტომანქანიდან გადმოვარდა და მას მანქანა ზედ დაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

2020news.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×