რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი) ერთი წლის წინ, ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის და მოდელ თაკო ჩხეიძის ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - 9 წლის ტატიანა, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე დიდი ხანია ეკლესიურად ცხოვრობენ და ქარელში, ძამის ხეობაში, სარკინეთის შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტრის მრევლი არიან. წყვილი თავს დატეხილ უბედურებამდე ხშირად დადიოდა სარკინეთში. ბოლო ერთი წელი კი ფაქტობრივად სულ იქ არიან და შვილის სახელზე ახალ ტაძარს, არც მეტი და არც ნაკლები, საკუთარი ხელით აგებენ.

მამა ანუბი "სარკეს" მოუყვა, რა ძალა აქვს შვილის სახელზე აგებულ ტაძარს და როგორ აგრძელებს ცხოვრებას ცოლ-ქმარი 9 წლის სიცოცხლით სავსე გოგონას დაკარგვის შემდეგ.

მამა ანუბი: ტაძარი სარკინეთის მამათა მონასტერში შენდება. ქრისტიანული სწავლებით, ბავშვი უცოდველია. ტატა კი ისედაც ძალიან გამორჩეული ბავშვი იყო. მას არ სჭირდებოდა ჩვენგან ამ ტაძრის აშენება. ეს უფრო მეტად ჩვენ, ადამიანებს, გვჭირდება და, მით უმეტეს, ტატას ოჯახის წევრებს, რომლებსაც მის გარეშე მოუწიათ ცხოვრების გაგრძელება.

ამ ტაძრის აშენება უდიდესი მადლია ტატას მშობლებისთვის, რადგან ისინი ახლა ზრუნავენ თავიანთი შვილის და სხვათა სულისთვის. ეკლესიის კედლებს შეუძლიათ ძალიან დიდი სულიერი სარგებელი მოუტანონ ადამიანებს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ კედლებში გაცოცხლდა ამ ბავშვის სახელი და ამ კედლებთან ერთად იარსებებს ბოლომდე, სანამ ეს ტაძარი იქნება. ამაზე დიდ სიკეთეს და მადლს ვერავინ გააკეთებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×