რეზონანსი
27.09.2019

 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა ენგურის ხიდზე, საქართველოს გაერთიანებისთვის ილოცეს და პარაკლისი გადაიხადეს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მოძღვრებთან ერთად, თბილისიდან ჩამოსული მრევლიც იმყოფებოდა, რომლებმაც ანჩისხატი ჩამოაბრძანეს.

"ეს ხატი დაბრძანდება უამრავ წმინდა ადგილას, მაგრამ ამ დღეს, სადაც არ უნდა ვიყოთ მოვდივართ აქ, რადგან სწორედ, აქ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულისტკივილი ქართველი ხალხის. ამ დღეს ყოველთვის ასე აღვნიშნავთ სანამ ერთობა არ იქნება“, - თქვა ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა.

 დღეს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. გარდა ამისა, 27 სექტემბერს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×