რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი) ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი მეოთხედ გახდა.

ატაცში ქართველმა ჩემპიონმა 220 კგ. დააფიქსირა და მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა, აკვრაში კი 264 კგ. დაძლია და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

ამრიგად, 2015, 2017 და 2018 წლების შემდეგ, ტალახაძე მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

მსოფლიო ჩემპიონმა მისი გამარჯვება საქართველოს და ქართველ გმირებს მიუძღვნა.

„პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჯვართამაღლებას. მინდა ჩემი გამარჯვება მივუძღვნა სრულიად საქართველოს და ყველა იმ გმირს, ვინც თავის შესწირა საქართველოს მთლიანობას. მინდა მალე გაბრწყინებული და გამთლიანებული გვენახოს ჩვენი საქართველო. დიდებს ჩვენს გმირეს", - ამბობს ლაშა ტალახაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×