რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი) გურიაში კრაზანების შემოსევას უჩივიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირაა სუფსაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მწერია.

კრაზანები უმეტესად ხის ფუღუროებსა და მიტოვებულ სახლებში ბინადრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით შუქს ვერ ანთებენ, რადგან ამ დროს მწერი უფრო აქტიურია.

მათივე თქმით, ხშირია დაკბენის შემთხვევებიც.

მედიკოსების ინფორმაციით, კრაზანის ნაკბენმა შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს.

„ნაკბენი ადგილი სასწრაფოდ უნდა დამუშავდეს ყინულით. ანაფილაქსიური შოკისგან თავის დაცვის დაუყოვნებელი საშუალება ადრენალინის ინექციაა.", - აცხადებს ალერგოლოგი დავით თელია.

მოსახლეობა მწერებთან ბრძოლაში დახმარებას ითხოვს.

imedinews.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×