რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი) საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ქართული მხარის მოთხოვნით შეხვდა.

გამოცემა "კომერსანტი" წერს, რომ აუდიენცია ქართულმა მხარემ მოითხოვა და არა შვეიცარიამ, რასაც ოფიციალური თბილისი ამტკიცებს.

„კომერსანტის" ცნობით, შიდაპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გარისკა თავად დაფიქსირებულიყო შეხვედრის ინიციატორად და მისი ორგანიზება შვეიცარიულ მხარეს სთხოვა.

რუს დიპლომატებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ შვეიცარიული მხარე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

„შვეიცარული მხარის წარმომადგენლებმა უბრალოდ შვეიცარიული შოკოლადი დაუტოვეს ლავროვსა და ზალკალიანს და ოთახი დატოვეს" - წერს "კომერსანტი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×