რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი) ათენში დაკარგულ გოგონას შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოჯახის ახლობლის ცნობით, ელეფსინადან ჩასულმა ახლობლებმა გოგონა უკვე მოინახულეს. მისი თქმით, ამ დროისთვის უგონოდაა.

„გზა აებნა და მატარებელს ძალიან შორს გაჰყვა. სალომეზე გაკეთებული რეპორტაჟიდან ექიმმა იცნო და ჟურნალისტებს დაუკავშირდა. ახლა უგონოდაა. ეს დღეები ტელეფონი გათიშული ჰქონდა", - ამბობს ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი, ათენში, შაბათს 13:00 საათზე სახლიდან გავიდა და დაიკარგა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო ატიკის მეტროსთან ახლოს დააფიქსირეს.

პრაიმ ტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×