რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი) "მადლობა ყველას სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის", - ამ განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეკა ბესელია ავრცელებს.

"ასეთ დროს თითოეულის პრინციპულობა, თანადგომა და გამბედაობა არის ძალა და მოტივაცია შევაჩეროთ ძალადობა და უსამართლობა. არ შეშინდეთ არასოდეს როცა მართალი ხართ", - ნათქვამია ბესელიას განცხადებაში.

გუშინ პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების" წევრს, ვანო ზარდიაშვილს დაარტყა.

ბესელიას ქმედება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი" ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.

დღეს ეკა ბესელიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად "ქალთა მოძრაობამ" აქცია გამართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×