რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი) "მიშასგან არაერთხელ მსმენია, - მე არავის ვენდობი, ორი კაცის გარდაო, - მერაბიშვილს და ადეიშვილს ასახელებდა ჩემთან", - ამის შესახებ განცხადებას „გზასთან"პარლამენტის სამი მოწვევის ყოფილ დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილ უფროსი, ელენე თევდორაძე აკეთებს.

„ადეიშვილს დიდი გავლენა ჰქონდა. როცა შედეგს ვერ ვხედავდი, ადეიშვილთან შევწყვიტე სიარული. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მასთან ურთიერთობა უფრო მიადვილდებოდა", - ამბობს თევდორაძე.

"პოლიტიკაზე არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ იმ პერიოდში, როცა მე ვიჯექი მიშას აპარატში, ხმა მივეცი "ოცნებას", რადგან ბევრ უსამართლობას ვხედავდი და მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. არ მომწონს დღეს არსებული ვითარება, ხალხს ძალიან უჭირს"

"შევარდნაძის დროს საშინელი კორუფცია იყო. ციხის პირობებიც საშინელი, "ობშიაკიც" რომ იკრიბებოდა, ყველამ იცის. ერთი ადამიანი ამდენ პრობლემას ვერც მაშინ ვუმკლავდებოდი. მომაკვდავიც რომ ყოფილიყავი ციხიდან ციხის საავადმყოფოში სამკურნალოდ არ გადაგიყვანდნენ. ამიტომ ყველა ჩემთან მოდიოდა და დახმარებას მთხოვდნენ".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×