რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი) „ერთხელ, ჯერ კიდევ თავისუფლებაზე ყოფნისას მამა გიორგიმ თქვა: აფხაზეთის ტრაგედია ქართველი ერისთვის ამოგლეჯილი გულ-ღვიძლის მსგავსიაო" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ დაწერა.

მისი თქმით, გიორგი მამალაძე დევნილების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ავლენდა.

„დღეს სოხუმის დაცემის დღეა. 26 წელი გავიდა ამასობაში. უკვე რამდენი თაობა აღიზარდა აფხაზეთის გარეშე ჩვენს ოჯახებშიც და საკუთრივ დევნილთა ოჯახებშიც. ქართველი ახალგაზრდების წარმოდგენა აფხაზეთის შესახებ მხოლოდ მონაყოლს ეფუძნება. ერთხელ, ჯერ კიდევ თავისუფლებაზე ყოფნისას მამა გიორგიმ თქვა: აფხაზეთის ტრაგედია ქართველი ერისთვის ამოგლეჯილი გულ-ღვიძლის მსგავსიაო. ძალიან ტკივა მამაოს აფხაზეთი. ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ავლენდა დევნილების მიმართ. ასე ამბობდა: ეს ხალხი ისრაელის ერივით ბრძოლასა და მოლოდინშიაო. მოლოდინში, რომ ერთ დღესაც დაიბრუნებენ აღთქმულ მიწა-წყალს" - განაცხადა თორნიკე მამალაძემ

დღეს სოხუმის დაცემიდან დღიდან 26 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×