რეზონანსი
27.09.2019

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ტყვედ სოხუმის მერიც აიყვანეს. სოხუმის ბოლო დღის ამსახველ ვიდეოში ჩანს გურამ გაბისკირია რომელიც ოკუპანტების მოთხოვნაზე „დაიჩოქე!“- პასუხობს: ”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!”

მის მიერ განვლილი ცხოვრების გამო ოჯახს დიდხანს არ სჯეროდა, რომ აფხაზებმა გურამ გაბისკირია სასიკვდილოდ გაწირეს. 2005 წელს თბილისში ამერიკელ ფოტოხელოვან მალქომ ლინტონის ფოტოგამოფენაზე, ერთ-ერთ სურათზე ის სხვა დაღუპულთა შორის ამოიცნეს.

2017 წლის ოქტომბერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილ 25 ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოსვენება განახორციელა. მათ შორის იყო გურამ გაბესკირიას ნეშტიც. 17 ოქტომბერს სეპარატისტების მიერ დახვრეტილი გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×