რეზონანსი
27.09.2019

გორის რაიონულმა სასამართლომ, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანი დედა დამნაშავედ სცნო და 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ლევან დარბაიძემ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად არასრულწლოვანი ბრალდებული, ასევე მოკლული ჩვილის მამა და მისი ნათესავები ესწრებოდნენ. ბრალდებულის ახლობლები განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებიან. სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის ყოფილი მეუღლე და მისი ნათესავები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. გარდა ამისა, არ გამორიცხავენ, რომ შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულისთვის ამგვარი მცირე სასჯელის შეფარდება საქართველოს პარლამენტის წინ გააპროტესტონ.

(თრიალეთი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×