რეზონანსი
26.09.2019

(რეზონანსი) "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუას შემდეგ, ნიკა რურუას ქალიშვილი, მარი ანა რურუა  გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააჟღერა.

"ვაგრძელებთ წარმატებების ისტორიას, კიდევ უფრო განსაკუთრებული ელფერით:

კვლავ 2.5% გაიყიდა. ამჯერად, მყიდველი ჩვენი ფანტასტიური კაცის, ყველას რომ გვაკლია, აი იმის - ნიკა რურუას ქალიშვილი მარი ანა რურუაა. აშშ-ს მოქალაქე, სხვათა შორის. გამყიდველს ისევ არაფერი, კომპანიას ისევ 250.000$", - წერს ნიკა გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×