რეზონანსი
26.09.2019

(რეზონანსი) რუსეთსა და საქართველოს შორის სამგზავრო ავიარეისების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთში უკვე მიღებულია და მუშავდება, პროცედურებს, სავარაუდოდ, ერთი თვე დასჭირდება,-ამის შესახებ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით ინტერფაქსის ბაქოს ბიურო იტყობინება.

"პროცედურების მიხედვით, გადაწყვეტილება ჯერ რუსეთის მთავრობიდან ტრანსპორტის სამინისტრომდე უნდა დავიდეს, შემდეგ კი სამინისტრო ავიაკომპანიებს დაავალებს, გრაფიკი ისე გაწერონ, რომ საჰაერო ლაინერების მომზადება უზრუნველყონ, რათა ორ ქვეყანას შორის სამგზავრო, სატვირთო და საფოსტო მიმოსვლა აღდგეს. ამას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება, დაახლოებით ამდენივეა საჭირო სათამადო დოკუმენტაციების მოსამზადებლად" - წერს interfax.az.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×