რეზონანსი
26.09.2019

(რეზონანსი) ფოთში მწერების მომრავლებას უჩივიან. ადგილობრივების განცხადებით, მწერები ქუჩაში გუნდურად ესხმიან თავს და მათი ნაკბენი ალერგიულ გამონაყარს იწვევს.

"დღის განმავლობაში არაერთი ზარი დაფიქსირდა მერიაში , მოქალაქეები რეკავენ, რომ გავრცელებულია რაღაც მწერები და ეს მართლაც დასტურდება. ჩვენ დავუკავშირდით შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ საკითხის მოგვარებაში, რათა პრობლემა დროულად იქნეს ლოკალიზებული. დავუკავშირდით ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს, გამოყოფილია ჯგუფი, რომელიც დღის ბოლომდე ეწვევა ქალაქს. ჩატარდება შეწამვლითი სამუშაოები და დადგინდება თუ რა სახის მწერია და საიდან გავრცელდა. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია და ვერ გეტყვით თუ საიდან მომრავლდა. პანიკის საფუძველი ამჯერად არ არსებობს ,"-განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×