რეზონანსი
26.09.2019

(რეზონანსი) ტყიბულის მეშახტეებს მილიონ 200 ათასი ლარის სახელფასო დავალიანებას ახალი ინვესტორი გადაუხდის. ახალი ინვესტორი Steel International trade company-ია, რომელიც საქნახშირში პრაქტიკულად უკვე შევიდა. სახელფასო დავალიანებების გადახდა ორშაბათიდან დაიწყება. თავად შახტაში კი მოპოვებითი სამუშაოები ნოემბერში აღდგება.

ინფორმაცია, რომ 2- დღიანი გაფიცვა მეშახტეებმა შეწყვიტეს ეკონომიკის მინისტრმა გაავრცელა, რომელიც ტყიბულში იმყოფებოდა და მხარეებს შორის შეხვედრას დაესწრო.

საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში (GIG) BMG-ის განუცხადეს, რომ ისინი კომპანია საქნახშირის აქტივებს ახალ ინვესტორს - Steel International trade company-ის გადასცემენ. GIG-ში ამბობენ, რომ ახალი ინვესტორი ნოემბრის თვეში გეგმავს წიაღისეულის მოპოვების დაწყებას, ამასთანავე კომპანია მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ობიექტის სტრატეგიული განვითარების გეგმას წარადგენს.

გუშინ ტყიბულში 40-მდე მუშა შახტაში ჩავიდა, გამოაცხადა შიმშილობა და “საქნახშირისგან” ხელფასების გაცემას ითხოვდა, რაზეც დამსაქმებელი “ფინანსური კრიზისის” გამო უარს აცხადებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×