რეზონანსი
26.09.2019

 (რეზონანსი)წალენჯიხის მუნიციპალიტეტის "ლიის" ადმინისტრაციულ ერთეულში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა.

სახლში მარტოხელა ქალბატონი ნელიკო მარღია ცხოვრობს.

მეზობლების თქმით: საოჯახო ტექნიკისა და ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს.

ხანძრის გაჩენის მიზეზად თხევადი გაზის ავზის აფეთქება სახელდება. ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობდნენ წალენჯიხისა და ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×