რეზონანსი
26.09.2019

 (რეზონანსი)ზუგდიდის რაიონ სოფელ ახალკახათში თენგიზ ფიფიას საკარმიდამო ეზოში ალვის ხის მოჭრის შედეგად გარდაცვლილი 42 წლის ქალი ეკატერინე კვარაცხელიაა.

ქალი სოფელ ჭითაწყარში ცხოვრობდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" სოფლის წარმომადგენელმა ბადრი დარასელიამ განუცხადა.

„იქვე იდგა და მოჭრილი მორების აღრიცხვას აწარმოებდა, რა დროსაც ხე დაეცა" - ამბობს ბადრი დარასელია.

მომხდარი ფაქტიდან გამოწვეულ ხმაურზე გარდაცვლილის ოჯახში შევიდა ფიფიების ბიძაშვილი, 72 წლის რევაზ ფიფია, რომელსაც გული გაუჩერდა და იქვე გარდაიცვალა.

„ინერვიულა ეს ტრაგედია, ფიფიების ბიჭს 28-ში ქორწილი უნდა ჰქონოდა და ეს უბედურება დატრიალდა",- თქვა ახალკახათის რწმუნებულმა რევაზ შელიამ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×