რეზონანსი
26.09.2019

 (რეზონანსი)ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირებაში დეპუტატი გედევან ფოფხაძეც ჩაერთო. სკანდალურ საკომიტეტო მოსმენაზე ზარდიაშვილმა ბესელიას მორალი დაუწუნა, ფოფხაძეს კი მისი დაცვისგან თავის შეკავება და დამშვიდება ურჩია.

„გაგლიჯავ შუაზე. ფეხები არავის მოჭამო. პაშოლ ნახ.." - მიმართა გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა.

სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×