ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაჭრილი ჯარისკაცი კობა გეთია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ფეხშია დაჭრილი და ოპერაცია გაუკეთეს.
„არაფერი არ ვიცი, როგორ გაუვარდა ტყვია. ფეხში აქვს მოხვედრილი და დამტვრეული აქვს ძვალი. მეზობლებმა მოინახულეს და მითხრეს, რომ საშიში არაფერი არ არის. თვითონ კოკას გაუვარდაო ტყვია. ახლაც საავადმყოფოშია. მესამე დღეა დღეს. ოპერაციაც გაუკეთეს. იქ ყოფილა ყველა, სამინისტროდანაც იყვნენო. მეუბნებიან, რომ მეორე ოპერაციაც უნდა გაუკეთდეს. ჯერ მე არ მივსულვარ", - ამბობს ჯარისკაცის ბებია თეთრიკო გეთია.
შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა, თუმცა მედიისთვის ფაქტის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
შს სამინისტროში „პრაიმტაიმს"უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: პრაიმტაიმი