რეზონანსი
26.09.2019

  სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა გაეროში - პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, პრეზიდენტისგან მეტს ელოდა.

"სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან მეტს ველოდი. უფრო სწორად, შეიძლება, უფრო მეტის მოსმენა მსურდა, თუმცა ძირითადი აქცენტები გააკეთა. შეიძლება, ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა აქცენტებიც ყოფილიყო. საერთო ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა ყველა გამოწვევაზე ისაუბრა, რაც ქვეყნისა და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე არსებობს, მაგრამ როცა საქმე ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება, შეიძლება, სხვა ფორმით მწვავედ თუ რბილად უფრო მეტი თქმულიყო, რაც დამაკლდა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×