საფრანგეთის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მომღერალი კახა აბულაშვილი (კაბუ)ბოლო სასამართლოს მოლოდინშია. მისი დის, მანჩო აბულაშვილის ინფორმაციით, კაბუ სამშობლოში დიდი გეგმებით ბრუნდება.
ორი თვის წინ საფრანგეთის ციხეში ქართველი რეპერისა და მსახიობის კახა აბუაშვილის, კაბუს მეგობარი ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
რეპერი მის დასახმარებლად ზაფხულში შველას ითხოვდა და ამბობდა, რომ საფრანგეთის ციხეში ქართველი პატიმრები გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.
„ყურადღებას არ აქცევენ ქართველ პატიმრებს, რომლებიც ძალიან ცუდად არიან. საბოლოოდ, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ჩემი ძმა იყო, ჩემთვის უახლოესი ადამიანი იყო, გარდაიცვალა... ხალხო, 21-ე საკუკუნეში ადამიანი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. გეხვეწებით... ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ რაღაცნაირად მოგვეხმარონ, იმ ბიჭს აღარაფერი ეშველება და სხვები ხომ არიან იქ?! მივიდნენ, იკიტხონ ქართველი პატიმრების ბედი, იქნებ გადარჩეს ბევრი მათგანი" - ინტერვიუებში ამბობდა კაბუ.
როგორც კაბუს და, მანჩო აბუაშვილი „პრაიმტაიმთან" აცხადებს, მისი ძმა ახლა კარგად არის, მეგობრებთან ერთად ცხოვრობს და ბოლო სასამართლო პროცესს ელოდება, რომ მერე სამშობლოში დაბრუნდეს.
მანჩო აბუაშვილი: კაბუმ თვითონაც არ იცის, როდის არის ბოლო სასამართლო პროცესი ჩანიშნული. ახლა მის ჩატარებას ელოდება და საქართველოში ჩამოვა. წამოსვლა ახლაც შეუძლია, მაგრამ უთხრეს, სასამართლოზე შენი სახელი რომ ახსენონ, იქ რომ არ იყო, პრობლემა შეგექმნებაო. ამიტომ ელოდება სასამართლოს ჩატარებას.
ერთი მისი ქართველი მეგობარი, კესა ციხეში ჭლექით დაიღუპა. საერთოდ არ პატრონობდნენ. კაბუ ამას ითხოვდა, ან კლინიკაში გადაეყვანათ, ან ექიმი მიეყვანათ ციხეში...
საქართველოში ჩამოსვლა ძალიან უნდა, აქ დიდი გეგმები აქვს. ჯერ არ ამბობს, კონკრეტულად რას გეგმავს. სხვადასხვა ქალაქშია. ძირითადად, ნიცაშია. მეგობართან ერთად მუშაობს, თავი გააქვს, მშობლები ეხმარებიან.
კაბუ ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 2018 წლის 18 აპრილს დააკავეს. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის - კახა აბუაშვილი.
იგი სასჯელს საფრანგეთის ციხეში იხდიდა. ქართველი რეპერი ციხიდან 2019 წლის 2 აპრილს გათავისუფლდა.
წყარო: პრაიმტაიმი