რეზონანსი
26.09.2019

  ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა ამბობს, რომ დარჩელის საბავშვო ბაღში მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, უშუალოდ ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედებაა.

მისვე თქმით, მერიის შესაბამისი სამსახური ფაქტს შეისწავლის.

„დარჩელის საბავშვო ბაღში არ გვყავს ბაგას ჯგუფი. შესაბამისად, აქ არ არის საძინებელი ოთახები და ბავშვები არ იძინებენ. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ამ ფაქტს ჩვენ შევისწავლით. ინფორმაციის წინასწარი მოკვლევით, ეს არის უშუალოდ ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედება, რომელიც, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება", - აღნიშნა კაკავამ.

ამავე ინფორმაციით, დარჩელში 180 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის აშენება იგეგმება.

ცნობისთვის, ფრაქცია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ პატარა ბავშვები საბავშვო ბაღში, ერთ-ერთ ოთახში იატაკზე წვანან.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×